სკოლის გარე აქტივობები

  სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ მარინა ჟღენტის ხელმძღვანელობით განახორციელეს პროექტი:  ,,ქუთაისთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები და მისი გადაჭრის გზები“. პრეზენტაცია ჩატარდა გარემოს დავცითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ქ. თბილისში. მოსწავლეთა პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივის რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აბულაშვილმა, ასევე ეკოლოგიის ექსპერტებმა და მოსწავლეებმა.

















სსიპ ქალაქ ქუთაისის N 12  საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობები ჩაატარეს სკოლისგარეშე დაწესებულებებში.კერძოდ,
2014 წლის 30-31 ოქტომბერს მე-6 კლასის ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტ-ის პედაგოგებმა მერი სართანიამ და ლელა ხარშილაძემ  ქუთაისის მე-4 საქალაქო ბიბლიოთეკაში ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: ,, წიგნი“. მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს წიგნისა და კომპიუტერის მნიშვნელობაზე.


2015 წლის 29 მაისს, სსიპ ქ. ქუთაისის N 12 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, კლუიზა კობახიძე, მე-7 კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები: მარინა ჟღენტი ( პროექტის ხელმძღვანელი), ხათუნა ჩუბინიძე, ქეთევან გაბიძაშვილი, მაია რობაქიძე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში, სადაც ,, სამართლებრივი კულტურის საფუძვლების“ შესწავლის ფარგლებში ჩაატარესნღია გაკვეთილი თემაზე: ,, სამართლებრივი კულტურის მქონე საზოგადოებრივი ცხოვრების უპირატესობები“



სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეები შეხვდნენ ქ.ქუთაისის ლ.მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჯისორ გიორგი სიხარულიძეს და მსახიობებს. აგრეთვე ქ.ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის წევრებს.



 ბუნებისა და ხელოვნების პედაგოგებმა დარეჯან კუჭუხიძემ და ნინო გეგლაშვილმა აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოკოჩაშვილის სახელობის ზოოლოგიის მუზეუმში ჩაატარეს (მე-5 კლასი) ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: ,,ცხოველთა მრავალფეროვნება“.

 ქართული შეიარაღებული ძალების 24 

წლისთავთან დაკავშირებით, 

ფართოპროფილური არასამთავრობო 

ორგანიზაცია: ,, პროგრესული თაობის“ 

ინიციატივითა და დასავლეთ სარდლობის 

ხელშეწყობით, ქ. ქუთაისის მე-12 

საჯარო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ

ღონისძიებას მესამე ქვეით

ბრიგადაში.


2015 წლის 27 ნოემბერს გელათის აკადემიაში ჩატარდა ქ. ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეტა სიმპოზიუმი თემაზე:  ძველი საბერძნეთი, პროექტს ხელმძღვანელობდა ისტორიის პედაგოგი მარინა ჟღენტი.


Комментариев нет:

Отправить комментарий