სსიპ ქალაქ ქუთაისის N 12 საჯარო
სკოლაში
სისტემატურად ტარდება ღია,
ინოვაციური გაკვეთილები,
საგანმანათლებლო პროექტების
პრეზენტაციები.
2014 წლის 5 ივნისს მე-5-ა კლასში ჩატარდა
ინტეგრირებული
პროექტის პრეზენტაცია: თემა:
,, საქართველოს კუთხეები“. მოსწავლეებმა
შთამბეჭდავად,
მაღალ აკადემიურ დონეზე წარმოაჩინეს
საქართველოს კუთხეების ისტორიულ- გეოგრაფიული
და
კულტურული მახასიათებლები. ( ქართული ენის,
ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებელი:
მერი
სართანია, გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი:
ნატალია რუსაძე, მუსიკის მასწავლებელი: რუსუდან
აბაშიძე).
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა მე-6-ბ
კლასში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: ,,ბავშვთა უფლებები“ . ( ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი მერი სართანია, ისტორიის მასწავლებელი: ცისანა ურთმელიძე).
2015 წლის 20 თებერვალს ქ.ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლა გამოეხმაურა მთავრობისა
და ჯანდავცის სამინისტროს ინიციატივას C
ჰეპატიტთან დაკავშირებით და
მე-8 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ბიოლოგიასა და გერმანულ ენაში თემაზე:
,,ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“
.( ბიოლოგიის მასწავლებელი ხათუნა ჩუბინიძე, გერმანული ენის მასწავლებელი მედეია რევია).
2015 წლის 30 მარტს ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლაში
ბაღის აღსაზრდელებისთვის მოეწყო ღია კარის დღე. ბავშვებსა და მათ მშობლებს დაწყებითი
კლასების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა უმასპინძლეს. ჩატარდა ერთობლივი გაკვეთილები,
რომლებშიც პატარებიც ჩაერთნენ, მათ პირველ და მეორეკლასელებთან ერთად გააცოცხლეს სხვადასხვა
ზღაპრის გმირი და გაეცვნენ სასკოლო გარემოს.
მე-12 საჯარო სკოლის
მე-10 კლასის მოსწავლეებმა დალილა ჯიშკარიანის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს პროექტი:
,,ელექტრული ხელსაწყოების შექმნისა და ევოლუციის ეტაპები.“ პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის
ინფორმაციის მიწოდება ელექტროხელსაწყოების შექმნისა და განვითარების ეტაპების, აგრეთვე ყოფა-ცხოვრებაში
მათი გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.
მე-5 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: ,,ნორჩი ექიმები“ მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს
ცხოვრების ჯანსაღ წესზე (ბიოლოგიის მასწავლებელი დარეჯან კუჭუხიძე, ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელი მაია დვალი, ხელოვნების მასწავლებელი ნინო გეგელაშვილი).
მე-12 საჯარო
სკოლის მე-7 კლასში საინტერესოდ ჩატარდა პროექტ- გაკვეთილის პრეზენტაცია მათემატიკაში
თემაზე: ,,პროცენტები ჩვენს ირგვლივ“ (მასწავლებელი
მაია რობაქიძე). მოსწავლეებმა წარადგინეს კვლევის შედეგები, აგრეთვე დაადგინეს სამომხმარებლო
კალათაზე ფასების ზრდის პროცენტული მაჩვენებელი.
2015 წლის 2 აპრილს პედაგოგთა ცნობიერების ამაღლების მიზნით მე-12 საჯარო სკოლაში, ინკლუზიური განათლების სპეცმასწავლებელმა ირინა ხუჯაძემ ჩაატარა პრეზენტაცია აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით
2015 წლის 6 აპრილს ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლის
მე-4-ა კლასმა განახორციელა პროეტი ,, 1 კილო
მაკულატურა= 1 ნერგს“. მოსწავლეები დასაჩუქრდნენ ნოდარ დუმბაძის წიგნით ,,მე ბებია, ილიკო და ილარიონი“, გახსნეს კლასის
ბიბლიოთეკა. (მასწავლებელი: თ.ჟორჟოლიანი).
მე-8-ა კლასის მოსწავლეებმა წარმაოდგინეს სასწავლო
პროექტი: ,,ორგანიზმის ქიმიური ჰარმონია“.
მოსწავლეები პროეტის ორგანიზატორ პედაგოგთან ერთად შეეცადნენ ეჩვენებინათ სხვადასხვა
ქიმიური მაკრო და მიკრო ელემენტების მნიშვნელობა ჯანმრთელი ორგანიზმისთვის. (ბიოლოგიის
მასწავლებელი დარეჯან კუჭუხიძე, ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი თინათინ
ჩაჩავა).
სსიპ ქ.ქუთაისის N 12 საჯარო სკოლას
შეუერთდა საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტ ,, G-PRIDE”,
რომელიც ხელს უწყობს სკოლებში სწავლა-სწავლების გაუმჯობესებასა და მოსწავლეთა სასწავლო
გამოცდილების გამდიდრებას, 1-4 კლასების მოსწავლეთა საბაზისო და გამჭოლი უნარ_ჩვევების
განვითარებას კითხვასა და მათემატიკაში.
პირველ და მესამე კლასის მოსწავლეებმა მეთოდით ,, მასწავლებელი კალამი“ ჩაატარეს გაკვეთილები.
მოსწავლეები ხალისით ცაერთვნენ მოთხრობების წერის პროცესში (მასწავლებლები: თ. ჟორჟოლიანი,
ე. მაჩიტაძე, თ. ჩაჩავა, მ.დვალი, ვ. ბახტაძე,
ე.ჩიკვაძე)
2016 წლის 24 თებერვალს წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო
დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მოეწყო წიგნის საჯარო კითხვის კვირეული.
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში. 2014 წლის
21 მარტს მოსწავლეთა და პედაგოგტა მონაწილეობით მოეწყო მარათონი პარაოლომპიელთა მხარდასაჭერად.
აგრეთვე სპეცმასწავლებლების: ნათია ჩუბინიძის, ირინა ხუჯაძის, ლელა ხარშილაზისა და
ირმა აბზიანიძის ძალისხმევით მრავალი ღონისძიება ჩატარდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий