სსიპ ქ.ქუთაისის
N 12 საჯარო სკოლის
მოსწავლებმა წარმატებას მიაღწიეს
სხვადსახვა კონკურსში, ოლიმპიადაში,
ტურში, სპორტულ,
ინტელექტუალურ
შეჯიბრებაში.
სკოლას ყოველწლიურად
ამთავრებს
რამდენიმე ოქროსა და ვერცხლის
მედალოსანი
მოსწავლე, აგრეთვე საბაზო საფეხურის
წარჩინებულ მოსწავლეებს ,, ჩემი პირველი კომპიუტერის“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს
განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან
გადაეცათ ,, ნეთბუქები“.
წარმატებული მუშაობის აღსანიშნავად 2015წლის 5
ოქტომბერს, ინკლუზიური განათლების კოორდინატორი,
ნათია ჩუბინიძე მიწვეული იყო განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს
მიერ ორგანიზებულ საზეიმო
მიღებაზე, როგორც ქალაქის წლის საუკეთესო
სპეცმასწავლებელი.
სსიპ ქალაქ ქუთაისის
N12 საჯარო სკოლის
ოქროს მედალოსნები: ქრისტინე ჩიხლაძე, ანა შალამბერიძე, ქეთევან კლდიაშვილი, ნინო ფოცხორაია.
ვერცხლის მედალოსნები: თათია ვაშაყმაძე, ანა დარსაველიძე,
ნათია მუკბანიანი.
სკოლის საბაზო საფეხური
წარჩინებით დაამთავრეს და ,, ჩემი პირველი კომპიუტერის“ პროგრამის ფარგლებში საჩუქრად
გადაეცათ ,,ნოუთ ბუქები“ ანა ხელაძეს, ხატია ლომთაძეს, ნინო ლომსიანიძეს, დავით დვალიშვილს,
ირაკლი ზარნაძეს, მაკა გოგიბერიძეს.
2013- 2014 წელს სსიპ ქალაქ ქუთაისის საჯარო სკოლის
მოსწავლეები ქუთაისის სასკოლო-თეატრალურ ფესტივალზე დიპლომებით დაჯილდოვდნენ შემდეგ
ნომინაციებში: ,, საუკეთესო დრამატული სპექტაკლი“, ,, ქალის მეორეხარისხოვანი როლის
შესრულებისათვის,, (სპექტაკლი ,,არჩევანი მე“), საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები სპექტაკლი
,,ჩხიკვთა ქორწილი“)
2014 წლის შემოდგომის
სეზონზე ინტელეტუალურ კონკურსში ,,ტვინების ბრძოლა“ მონაწილეობდა ქუთაისის მე-12 საჯარო
სკოლის მე-8-ა კლასის 2 გუნდი. ,,მოაზროვნეები“ გარდამავალ თასს ფლობდა ერთხელ, ხოლო
,, უძლეველები“ ორჯერ. საბოლოო შედეგების მიხედვით, გუნდებმა მეორე და მესამე ადგილები
გაინაწილეს. მოსწავლეებს გადაეცათ დიპლომები და წიგნები.
2015 წელს ინტელექტუალურ
კონკურს ,,ეტალონში“ მონაწილე ქუთაისის მუნიციპალიტეტის
40 წარმატებულ მოსწავლეს შორის იყო სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლსი მოსწავლე
დალი წაქაძე, რომელიც მერმა დააჯილდოვა სიგელით.
2015 წლის 31 მარტს
ქ.ქუთაისში ჩატარდა ლიტვის საერთაშორისი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ,, ინგლისურ
ენაზე საჯარო მეტყველების კონკურსი“, რომელშიც პირველი ადგილი დაიკავა მე-12 საჯარო
სკოლსი მე-12 კლასის მოსწავლემ, ნინო ფოცხორაიამ, მასწავლებელი ანა სივსივე.
2015 წლის 27 ოქტომბრიდან-3
ნოემბრამდე კანარის კუნძულებზე, კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი
,,ვარსკვლავები ტენერიფზე“ პირველი პრემია მიენიჭა მრავალი საერთაშორისო პრიზისა და
ვარსკვლავის მფლობელს, მე-6 კლასის მოსწავლეს, ლიზი ბასილაძეს.
სსიპ ქალაქ ქუთაისის
მე-12 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლემ ნინო ბასილაძემ კლასიკური მუსიკის კონკურსზე
,,გზა ხელოვნებისკენ“ აიღო მე-2 პრემია. საქართველოს ხელოვანთა კავშირის კონკურსზე,
,,მომავლის ვარსკვლავები“, საუკეთესო საშემსრულებლო ოსტატობისათვის მიენიჭა ლაურეატის
წოდება. ახალგაზრდა შემსრულებელთა პირველ ეროვნულ კონკურსში მიიღო დიპლომი- ,,წარმატებული
მონაწილეობისათვის, ასევე კონკურსში ,,ფესტივალიდან ფესტივალამდე“ აიღო მე-3 პრემია.
ქუთაისის მე-12
საჯარო სკოლაში სახვითი
და გამოყენებითი ხელოვნების
მასწავლებლების დახმარებით
ყოველწლიურად
ეწყობა მოსწავლეთა
შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენა.
2015წელს მე-8 კლასის მოსწავლემ, გიორგი ქოჩაკიძემ 2015 წლის ქ. კონიაში 9თურქეთი) საერთაშორისო ბავშვთა სპორტულ თამაშებში, ველორბოლაში,ჯგუფურ რბოლაში მე-2 და მე-3 ადგილები დაიკავა.
2015 წელს მხატვრულ ტანვარჯიშში საქართველოს ნაკრების წევრი გახდა მე-7 კლასის მოსწავლე მარიამ სოხაძე.
2015 წელს ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლის კალათბურთელ გოგონათა გუნდმა სასკოლო ოლიმპიადაზე გამარჯვება მოიპოვა და თასის მფლობელი გახდა.
მიმნდინარე წლის 26 მარტს, ქუთაისის სპორტის სასახლეში ფეხბურთის კალათბურთის,ხელბურთისა და ფრენბურთის ფინალური მატჩებით,, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016"-ის საქალაქო ეტაპის შეჯიბრებები დასრულდა. ოლიმპიადამ სტარტი გასული წლის 14 ნოემბერს აიღო და მასში ქუთაისის 40 სკოლის 1600 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ფინალური მატჩების შემდგომ ყველა სახეობაში გამარჯვებული და პრიზიორი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.გამარჯვებულებს საჩუქრები, მედლები და სიგელები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გადასცა. ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადის" ორგანიზატორი ქუთაისის მერიის სპორტული განყოფილებაა.
,,სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში" სსიპ ქ. ქუთაისისN12 საჯარო სკოლის ხელბურთელ გოგონათა გუნდმა I -ადგილი დაიკავა, ხელბურთელ ვაჟთა გუნდმა III საპრიზო ადგილი,ხოლო მძლეოსნობა კროსში -1000მ. (ვაჟები)- III საპრიზო ადგილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий