სკოლის სტუმრები
2014 წელს ქ.ქუთაისის
მე-12 საჯარო სკოლაში, ქართული
ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში
ჩატარდა
კონფერენცია,ღია გაკვეთილები, მხატვრული
წერის კონკურსი,მუსიკალურ-ლიტერატურული
ღონისძიებები,დამკვიდრდა
შოთა რუსთაველის
„ვეფხისტყაოსნის“საჯარო კითხვის ტრადიცია,სტუმრად
მოწვეული იყვნენ
აკ.წერეთლის სახელობის ქუთაისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და
დეპარტამენტის
ხელმზღვანელი პროფესორი რუსუდან
საღინაძე და ასოცირებული პროფესორი ეკატერინე
დადიანი.აგრეთვე
პედაგოგები,მშობლები,მოსწავლეები.
2014 წლის 12 დეკემბერს
სკოლაში ჩატარდა ლექცია გაკვეთილი
თემაზე: „ნარჩენები და მათი მეორადი გამოყენება.“
წაიკითხა
აკ.წერეთლის სახელობის ქ.ქუთაისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიური კათედრის
პროფესორმა
ლალი გამყრელიძემ.
2014 წლის 23 დეკემბერს,ევროპის
იურისტ სტუდენტთა ასოციაცია „ELSA”-ს
მიერ,სსიპ ქალაქ ქუთაისის #12 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი: მე-9,მე-10 და მე-11
კლასის მოსწავლეთათვის თემაზე: „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება“.
2015 წლის 8 მაისს,სსიპ ქ.ქუთაისის #12 საჯარო სკოლაში მოეწყო
შეხვედრა „ კლინიკური ზოგადი და გამოყენებითი ფსიქოლოგიის სპეციალისტთან,ფსიქოთერაპევტთან
მეცნიერებათა დოქტორთან პროფესორ ქეტევან ძოწენიძესთან,რომელსაც ესწრებოდნენ დაინტერესებული
მშობლები,მოსწავლეები და მასწავლებლები.
სსიპ ქ.ქუთაისის
#12 საჯარო სკოლა ჩართულია PH
internacional-ის პროექტში „საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის
პროგრამა სამართლებრივი განათლებისათვის“
CE CALLS. პროგრამის მიზანია სკოლის როლის გაძლიერება მოზარდებს
შორის დანაშაულის პრევენციის კუთხით.
ზემოთ აღნიშნული
პროექტის ფარგლებში, 2015 წლის 21 აპრილს, მე-9-ბ კლასში სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
ცისანა ურთმელიძისა და ქუთაისის საქალაქო პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის,
პოლიციის კაპიტან ლიანა თოფურიას მიერ ჩატარდა გაკვეთილი თემაზე: „ბულინგი-ძალადობა
მოზარდებში“, გაკვეთილს ესწრებოდნენ: მანანა ჯინჭარაძე- განათლების ექსპერტი,მასწავლებელთა
პროფესიული გადამზადების ტრენერი, ნათია სულავა სკოლის დირექტორი, ლუიზა კობახიძე -დირექტორის
მოადგილე.
2015 წლის 28 მაისს
,სსიპ ქალაქ ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში ქუთაისის
რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, განხორციელდა პროექტი : ,, იმიტირებული გამოძიება
აღნიშნული პროექტის მიზანია მოსწავლეების მიერ დანაშაულტან ბრძოლაში საზოგადოების როლის
გაცნობიერება, სამართლებრივი ცოდნის გაღრმავება და პრევენცია. პროექტს ხელმძღვანელობდნენ
ქ. ქუთაისის რაიონული პროკურორები გიორგი ცხოვრებაძე და მერაბ ტყეშელაშვილი. პროექტის
განხორციელების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის სკოლას გადაეცა მადლობის სიგელი.
Комментариев нет:
Отправить комментарий